|
როგორ მოვიქცეთ ავტოავარიის შემთხვევის დროს?
1. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე და მიიღეთ ყველა ზომა, რათა პატრულის მოსვლამდე შენარჩუნებულ იქნას ავტოსაგზაო შემთხვევის ხდომილების სახე;
2.არაუგვიანეს 24 საათისა გვაცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, პოლისში მითითებულ ნომერზე 444 999, ხოლო 3 დღის განმავლობაში მოგვაწოდეთ წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
3. მოგვაწოდეთ კომპეტენტური ორგანოების მიერ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით გაცემული ყველა საჭირო დოკუმენტი;
მოგვაწოდეთ შემდეგი საბუთები:
• წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
• სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;
• ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;
• იმ პირის მძღოლის მოწმობა, რომელიც მართავდა ავტოტრანსპორტს სადაზღვევო შემთხვევის მომენტში;
• ცნობა საპატრულო პოლიციიდან მომხდარის შესახებ (შემთხვევის დადგომაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით);
• წერილობითი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაზე;
• საბანკო რეკვიზიტები;
• კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ქვემოთ განსაზღვრული ყველა სხვა აუცილებელი საბუთი;
• ცნობა მძღოლის ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე
ავტოტრანსპორტის დაფარვის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:
არ დაიწყოთ ავტოტრანსპორტის შეკეთება, სანამ ჩვენი წარმომადგენელი არ დაათვალიერებს ავტოტრანსპორტს;
მოგვაწოდეთ შემდეგი დამატებითი საბუთები/მტკიცებულებები:
• ავტოტრანსპორტის დაკარგვის შემთხვევაში ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობისას - სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბარათი მოწმეების სახელი, გვარი, საკონტაქტო დეტალები, პირადობის მოწმობის ნომერი;
• ავტოტრანსპორტის გარეგანი დაზიანების შემთხვევაში - ცნობა საპატრულო პოლიციიდან ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ან მესამე პირ(ებ)ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაფარვის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:
მოგვაწოდეთ შემდეგი დამატებითი საბუთები:
• თითოეული დაზარალებულის სახელზე შედგენილი აქტი, რომელიც დაკავშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევასთან;
• სამედიცინო დასკვნა და სხვა მსგავსი დოკუმენტები მესამე პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების სიმძიმისა და ხასიათის ან მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია ზიანის დადგომის მომენტისათვის დაზარალებულის ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ შესაძლო ყოფნის შესახებ;
• ცნობა გარდაცვალების შესახებ და მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთები (დაზარალებული პირის სიკვდილის შემთხვევაში);
• საბუთები, რომლებიც ადასტურებენ მესამე პირთა მიმართ მიყენებული ზიანის კომპენსაციისათვის გაწეულ ხარჯებს;
• სოციალური დაზღვევის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის ან მისი მემკვიდრეებისათვის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად განსახორციელებელი გადახდების ოდენობას;
• კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც დაფიქსირებულია თქვენს მიერ მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა, თუ პრეტენზიის განხილვა მოხდა სასამართლო წესით; ხოლო თუ გადახდა განხორციელდა მხარეთა შეთანხმებით, ასეთი შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი;
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაფარვის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:
მოგვაწოდეთ შემდეგი დამატებითი საბუთები:
• სამედიცინო საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ზიანის მიყენების თარიღს და დიაგნოზს (სამედიცინო ფურცლის ასლი, სამედიცინო ექსპერტიზის მოწმობა, გარდაცვალების ცნობის დამოწმებული ასლი და ა.შ.);
• დაზარალებულების პირადობის დამადასტურებელი დოკუმნტები;
• გარდაცვალების შემთხვევაში ცნობა გარდაცვალების შესახებ და მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთები;
მოგზაურობისას დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისას:
24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოთ ასისტანსს ამგვარის შესახებ, შემდეგ ნომერზე: 444 801
უნდა წარუდგინოთ პოლისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს მზღვეველის ასისტანსს და წარადგინოს ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ინვოისი, ავადმყოფობის ისტორიისა და პოლისის ასლი, სამედიცინო მომსახურების ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში.
დაზღვეული ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ფრანშიზით გათვალისწინებული თანხა, ხოლო სხვაობა მომსახურების მთლიან საფასურსა და ფრანშიზას შორის გადაერიცხება კლინიკას მზღვეველის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ადგილზე გადაიხდის სამედიცინო მომსახურების მთლიან ხარჯებს, საქართველოში დაბრუნებიდან 48 საათის განმავლობაში, მან უნდა წარადგინოს სამედიცინო დასკვნა და შესაბამისი ინვოისი მზღვეველს სათაო ოფისში. მრავალჯერადი პოლისის შემთხვევაში დაზღვეულმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს პასპორტი, რომელიც გაცემული იქნება არაუგვიანეს სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა.
• დამზღვევის თანმხლები პირის მოგზაურობის ხარჯების ანაზღაურება
სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს დაზღვეულის მკურნალი ექიმის წერილობითი დასკვნა დაზღვეულის ტრანსპორტირებისას თავდმგმურის საჭიროების შესახებ, ასევე თანმხლები პირის მოგზაურობისას გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სამოგზაურო ბილეთი, გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი). ანაზღაურება გაიცემა საბუთების წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში.
• ბარგის დაკარგვა
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულმა უნდა წარადგინოს სადაზღვევო კომპანიაში ავიაბილეთი და ავიაკომპანიისგან ოფიციალური მომართვა ბარგის დაკარგვის შესახებ, დაკარგული ბარგის საერთო წონის მითითებით. ანაზღაურება გაიცემა საბუთების წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ ბარგის დაკარგვამდე ანაზღაურდა ბარგის დაგვიანების ხარჯები, სადაზღვევო ანაზღაურებას გამოაკლდება უკვე ანაზღაურებული თანხები.
• რეისის გადადება
ანაზღაურების მისაღებად დაზღვეულმა საქართველოში დაბრუნებიდან 48 საათის ვადაში უნდა წარმოადგინოს სადაზღვევო კომპანიაში შესაბამისი ავიაბილეთი, ოფიციალური მომართვა შესაბამისი ავიაკომპანიიდან, რომელიც დაადასტურებს რეისის გადადების ფაქტს, დაგვიანებული საათებისა და სასტუმროს ხარჯების დასაფარად გაცემული თანხის მითითებით. დაზღვეულმა ასევე უნდა წარმოადგინოს ქვითარი სასტუმროდან, სადაც მითითებული იქნება მის მიერ ფაქტიურად გაწეული ხარჯები. ანაზღაურების გაცემა მოხდება საბუთების წარმოდგენიდან 2 დღის განმავლობაში.
• ბარგის დაგვიანება
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ავიაკომპანიიდან ბარგის დაგვიანების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე დაზღვეულმა უნდა მოახდინოს ამ დოკუმენტის ფაქსის საშუალებით სადაზღვევო კომპანიაში გამოგზავნა შემდეგ ნომერზე: (+995 32) 25 28 08. ასანაზღაურებელი თანხა გადაირიცხება დაზღვეულის წინასწარ შეთანხმებულ ანაგარიშზე, დოკუმენტის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
ვადაზე ადრე დაბრუნება:
მოგზაურობის განმოვლობაში დაზღვეულის ოჯახის წევრის (მეუღლე,შვილი,მშობელი,მკვიდრი და-ძმა) გარდაცვალებისას ანაზღაურდება დაზღვეულის სამშობლოში ვადაზე ადრე დაბრუნების ხარჯები.მზღვეველი აანაზღაურებს ხარჯებს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ დაზღვეული მზღვეველს წარმოუდგენს თავისი ოჯახის წევრის გარდაცვალების დამადასტურებელ ცნობას და დადგინდება,რომ დაზღვეულის საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის გამოყენება შეუძლებელი იყო
ქონების დაზიანების შემთხევვაში:
როგორ მოვიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დროს?
დაუყოვნებლივ აცნობეთ მომხდარის შესახებ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს (საპატრულო პოლიციას, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს, შესაბამისი საავარიო მომსახურეობის ორგანოებს და სხვა) და აგრეთვე სადაზღვევო კომპანიის 24-საათიან ქოლ ცენტრს +995 32 444 999
შემთხვევის დადგომიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში მოგვაწოდეთ შემდეგი საბუთები:
• წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
• სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;
• სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისათვის დადგენილი ფორმის წერილობითი განაცხადი, რომელშიც უნდა აისახოს თქვენთვის ცნობილი ყველა გარემოება, რომელიც სადაზღვევო შემთხვევას და სავარაუდო ზარალის სიდიდეს შეეხება;
• სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული შემთხვევის გარემოებების დამადასტურებელი ცნობები: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურდან, ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრიდან, საპატრულო პოლიციიდან, შსს-დან, პროკურატურიდან ან სხვა სამართალდამცავი ორგანოებიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი შემთხვევის ხასიათის მიხედვით);
• საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი ინტერესის დამადასტურებელი საბუთი (საკუთრების უფლების მოწმობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.);
• ზარალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• თქვენი საბანკო რეკვიზიტები.
|